ქაცვის ზეთის ორი ნიღაბი, რომლებიც კანს გაამკვრივებს და ბზინვარებას შესძენს

83
?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

ქაცვის ზეთის სასარგებლო თვისებები ცნობილია ევროპასა და აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში. მას აქტიურად გამოიყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებში. ჩვენ მოვიძიეთ ორი ნიღბის რეცეპტი, რომელთა მთავარი ინგრედიენტიც ქაცვის ზეთია.

ნიღაბი მშრალი კანისთვის:  3 ს.კ. თბილი რძე, 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. უცხიმო ხაჭო.

მომზადების წესი: თაფლი გახსენით თბილ რძეში, დაუმატეთ ქაცვის ზეთი, ხაჭო და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე. მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე 15 წუთი (თუ კანი მგრძნობიარეა 10 წუთი), ხოლო შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.

გამათეთრებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის: 1 ს.კ. დაქუცმაცებული ოხრახუში, 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი, ნახევარი ჭიქა არაჟანი.

მომზადების წესი: ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთს, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი (დამოკიდებულია მგრძნობიარე კანზე).

შენიშვნა: ნებისმიერი ნიღბის მომზადებისას წინასწარ დარწმუნდით, რომ შემადგენლობაში არსებულ ინგრედიენტებზე ალერგია არ გაქვთ.

კომენტარი