ღვეზელი მწვანილით და მდნარი ყველით

34

საჭირო ინგრედიენტები:
– 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 4 ს/კ არაჟანი (ცხიმიანობა- 20%)
– 100 გ მარგარინი
– 0,5 ჩ/კ სოდა
– 2 მწიკვი მარილი
– 200 გ მდნარი ყველი
– 1 კვერცხი
– 1 კვერცხის ცილა
– 1 კვერცხის გული
– 1 კონა ოხრახუში
– 2 მწიკვი ხმელი სუნელი
– 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:
1. ცივი მარგარინი გახეხეთ. მიღებული მასა არაჟანს, ფქვილს, 1 მწიკვ მარილს და სოდას შეურიეთ. მოზილეთ ცომი. საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ცოტა წყალი. 

2. გახეხეთ ყველი, შეურიეთ 1 კვერცხს და 1 კვერცხის ცილას. მიღებულ მასას სუნელი, მარილი და დაქუცმაცებული მწვანილი შეურიეთ.

3. მზა ცომი ორ ნაწილად გაყავით და გააბრტყელეთ (ერთი მეორეზე დიდი უნდა იყოს). პატარა ნაჭერი ცხობის ფორმაში ჩადეთ (ფორმას წინასწარ ზეთი წაუსვით), მასზე შიგთავსი გადაიტანეთ და ცომის მეორე ფენა დააფარეთ. ღვეზელს ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით და მოამზადეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი