ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული იღლიის დეოდორანტი, რომლის მომზადებასაც თავადაც მარტივად შეძლებთ

51

მაღაზიაში შეძენილი დეოდორანტი ხშირ შემთხვევაში ვერ უმკლავდება იღლიიდან გამოყოფილ უსიამოვნო ოფლის სუნს. გარდა ამისა, მისი შემადგენლობა შეიცავს არაერთ ქიმიურ ნივთიერებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის პრობლემები და ჯირკვლების შეშუპება. თუ ეძებთ ეფექტურ, ნატურალურ და ჯანმრთელ ანალოგს, მომდევნო რეცეპტით დამზადებული დეოდორანტი ის არის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.

ინგრედიენტები:

საკვები სოდა- 2 ჩ.კ.

სახამებელი- ნახევარი სუფრის კოვზი;

ქოქოსის კარაქი- 3 ჩ.კ.

ეთერზეთი- არომატი შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით.

როგორ მოვამზადოთ დეოდორანტი?

სოდა და სახამებელი აურიეთ. მიღებულ ნარევს დაუმატეთ ქოქოსის კარაქი, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე. ნარევი შეინახეთ შუშის ქილაში, გრილ და ბნელ ადგილას.

მისი გამოყენება შეგიძლიათ ყოველ დღე, დაბანის შემდეგ.

კომენტარი