არ იცით რა გაატანოთ ბავშვს სკოლაში ლანჩზე? გემრიელი პიცის უმარტივესი რეცეპტი

768

საჭირო ინგრედიენტები:
– 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 1,5 ჭიქა წყალი
– 6 გ საფუარი
– 0,25 ჩ/კ მარილი
– 1 ჩ/კ შაქარი
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 200 გ მოხარშული ძეხვი
– 200 გ ყველი
– 3 ც. მჟავე კიტრი
– 2 ს/კ ტომატი
– 1 კვერცხი

მომზადების წესი:
1. ფქვილს მშრალი საფუარი, მარილი და შაქარი შეურიეთ. 

2. შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 კვერცხი, ზეითუნის ზეთი და მასას მოურიეთ. დაამატეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევი და მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში. 

3. ცომი ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით, ჯამს სუფთა, ოდნავ სველი პირსახოცი დააფარეთ და დატოვეთ თბილ ადგილას დაახლოებით 1 საათით. 

4. პატარა კუბიკებად დაჭერით ძეხვი და მჟავე კიტრი. ტომატს 2 ს/კ წყალი შეურიეთ. 

5. ცომს რულეტის ფორმა მიეცით, 10 ნაწილად გაჭერით. ნაჭრები გააბრტყელეთ და მრგვალი ფორმა მიეცით. 

6. ჟარონას ცხობის პერგამენტი დააფარეთ და მომავალი პიცები მასზე გადაიტანეთ. ყოველ ნაჭერს ტომატის სოუსი წაუსვით, ძეხვი, კიტრი და გახეხილი ყველი მოაყარეთ. 

7. მოამზადეთ პიცები 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 

კომენტარი