ტორტი ცხობის გარეშე- შესანიშნავი დესერტი, რომლის გემო არასდროს დაგავიწყდებათ!

149

ინგრედიენტები “ცომისთვის”:
– 320 გ ორცხობილა ხორბლის ფქვილისგან
– 160 გ შვრიის ორცხობილა
– ნიგოზი გემოვნებით
– 200 გ შავი შოკოლადი
– 7 ს/კ ნაღები (ცხიმიანობა- 10%)

ინგრედიენტები ხაჭოს ფენისთვის:
– 500-600 გ უცხიმო ხაჭო
– 500 მლ ნაღები (ცხიმიანობა- 35%)
– 10-12 ს/კ ნაღები (ცხიმიანობა- 10%)
– 7-10 ს/კ შაქარი
– 2,5 ს/კ ჟელატინი
– 1-2 ს/კ ლიქიორი
– 2/3 ჭიქა წყალი
– ვანილინი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ორივე სახეობის ორცხობილა და ნიგოზი კომბაინში დააქუცმაცეთ.

2. გაალღვეთ კარაქი და ორცხობილას შეურიეთ. მასა ცხობის ფორმაში გადაიტანეთ (დიამეტრი- 28 სმ).

3. შოკოლადი გატეხეთ, დაამატეთ 7 ს/კ ნაღები და წყლის აბაზანაზე, ან მიკროტალღურ ღუმელში გაალღვეთ. მასას მოურიეთ და ორცხობილების ფენას დაასხით. ჩადეთ კორჟი შოკოლადით მაცივარში. 

4. ხაჭოს 5-7 კოვზი შაქარი და 10-12 ს/კ ნაღები შეურიეთ. ჟელატინს წყალი დაასხით. 

5. ათქვიფეთ 500 მლ ნაღები (ცხიმიანობა- 35%) დაბალ სიჩქარეზე, დაამატეთ 2-3 ს/კ შაქარი და თქვეფა განაგრძეთ- კრემის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. ამის შემდეგ მიღებული ნარევი ხაჭოს შეურიეთ. დაამატეთ ლიქიორი და ვანილინი. 

6. ჟელატინი გაათბეთ- ის ბოლომდე უნდა გაიხსნას, ხაჭოს მასას შეურიეთ და ათქვიფეთ 2-3 წუთის განმავლობაში. 

7. ხაჭოს მასა კორჟს დაასხით და დააბრუნეთ ტორტი მაცივარში კიდევ 3 საათით, ან მთელი ღამით. შეგიძლიათ მზა ტორტი გახეხილი შოკოლადით გააფორმოთ.  

კომენტარი