ყავის ნიღაბი თმის ცვენის წინააღმდეგ

93

ოდესმე გაგიგიათ ანდროგენული ალოპეციის ან უბრალოდ ალოპეციის შესახებ? ეს დაავადება ძირითადად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის. ალოპეცია თმის ბუდობრივი ცვენაა, რასაც ადამიანი სრულ გამელოტებამდე მიჰყავს. აღმოჩნდა, რომ კოფეინი ეფექტური საშუალებაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

მომდევნო რჩევები დაგეხმარებათ თმის ცვენის შესაჩერებლად.

დაფქვილი ყავა დაუმატეთ ზეითუნის ზეთს და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე (უნდა გამოვიდეს ფაფისმაგვარი მასა). მიღებული ნიღაბი შეიზილეთ თავის კანში, გაიჩერეთ 20 წუთი, ხოლო შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.

ყავის ზეთი

ეს კიდევ ერთი საშუალებაა თმის ცვენის წინააღმდეგ. მოამზადეთ ყავის ზეთი და გამოიყენეთ ის რეგულარულად: ამისათვის დაგჭირდებათ 2 ჭიქა თქვენთვის სასურველი ზეთი (ქოქოსის, ზეითუნის ან ნუშის) და 1/4 ჭიქა მოხალული ყავის მარცვლები.

დაფქვილ ყავას დაუმატეთ ზეთი, გადაიტანეთ ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ზეთი არ დაიწვას, ხოლო შემდეგ ზეთი რამდენჯერმე გადაწურეთ, რათა ყავის ნარჩენებისგან გაიწმინდოთ.

შენიშვნა: ხშირი მიღების შემთხვევაში, ყავის ნიღაბმა, შესაძლოა თმის ფერი შეცვალოს. გარდა ამისა, თმაზე შეიძლება წარმოიქმნას მსუბუქი ყავის სუნი.

კომენტარი