კეფირის ფუმფულა ცომი ყველით

39

ინგრედიენტები:

კეფირი- 1 ჩ.კ.

გახეხილი ყველი- 1 ჭიქა;

მარილი- 0,5 ჩ.კ.

სოდა- 2/3 ჩ.კ.

შაქარი- 1 ჩ.კ.

ფქვილი- 2 ჭიქა.

მომზადების წესი:

კეფირს დაუმატეთ გახეხილი ყველი, კარგად მოურიეთ, ასევე დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი გააგრძელეთ მორევა და ეტაპობრივად დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები. ბოლოს კი დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

თუ ყველს მსხვილად გახეხავთ და ცომს დაუმატებთ, მისგან შეძლებთ გააკეთოთ უგემრიელესი ღვეზელი ან პურში შეხვეული სოსისის (ე.წ.”ჰოთ დოგი”)

ყველის წვრილად გახეხვის შემთხვევაში მიიღებთ საუკეთესო ცომს, რომელიც ფუნთუშებისთვის, როლებისთვის და სხვა საკონდიტრო ნაწარმისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

კომენტარი