მანანის ბურღულის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით

52

ეძებთ საშუალებას, რომელიც სახის კანს ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებს და გამოკვებავს მას საჭირო ვიტამინებით/მინერალებით? მომდევნო ნიღაბი მანანის ბურღულით მზადდება, რომელიც ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს.

როგორ მოვამზადოთ მანანის ბურღულის ნიღაბი?

30 გრ. მანანის ბურღულს დაუმატეთ 60 მლ. ნაღები და აურიეთ ერთი მასის მიღებამდე. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. პარალელურად შეგიძლიათ გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი.

დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით მოიშორეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირში 2-ჯერ. იდეალური კანისთვის პროცედურა ჩაიტარეთ 4 კვირის განმავლობაში. შედეგად სახის კანი შესამჩნევად დაიჭიმება და გახდება გლუვი.

კომენტარი