იაპონური ჩიზქეიქი- დესერტის განსაკუთრებული გემო!

467

საჭირო ინგრედიენტები:
– 130 მლ რძე
– 100 გ ნაღების ყველი
– 100 გ ნაღების კარაქი
– 8 კვერცხის გული
– 60 გ ხორბლის ფქვილი
– 60 გ სიმინდის სახამებელი
– 13 კვერცხის ცილა
– 130 გ შაქარი

მომზადების წესი:
1. ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს ნაღების ყველი და კარაქი, დაამატეთ რძე. ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. გაათბეთ ნარევი ნელ ცეცხლზე (ინგრედიენტებს მოურიეთ). ქვაბი ცეცხლიდან არ გადმოდგათ, ნელ-ნელა დაამატეთ 8 კვერცხის გული. როდესაც ნარევი ერთგვაროვანი კონსისტენციის გახდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. მასას ფქვილის და სახამებლის ნარევი დაუმატეთ. 

2. კარგად ათქვიფეთ 13 კვერცხის ცილა და მიღებული მასა ცომს შეურიეთ. 

3. თქვენ ორი ფორმა დაგჭირდებათ: დიდი და შედარებით პატარა. ცხობის პატარა ფორმაში ჩიზქეიქისთვის პერგამენტის ქაღალდი ჩადეთ და ცომი მასში გადაასხით. გადაიტანეთ პატარა ფორმა ფორმაში უფრო დიდი დიამეტრით (დიდ ფორმაში ცხელი წყალი ჩაასხით). ჩადეთ მომავალი დესერტი 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით. განაგრძეთ გამოცხობა 140 გრადუსზე კიდევ 30 წუთის განმავლობაში. მომზადების პროცესის დროს, ღუმელის კარი არ გააღოთ. 

4. მზა ჩიზქეიქს გამორთულ ღუმელში გაცივება აცადეთ, შემდეგ კი, 4-5 საათით მაცივარში ჩადეთ. 

კომენტარი