აირღუმელში გამომცხვარი ფაფუკი და არომატული ხორცი

49

ინგრედიენტები:

ხორცი (ნებისმიერი)- 1 კგ.

არაჟანი- 1 ს.კ.

თაფლი- 2 ს.კ.

ლიმონის წვენი- 1 ს.კ.

მწვანილი გემოვნებით (ოხრახუში, როზმარინი, რეჰანი, ქინძი).

მომზადების წესი:

ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და გადაიტანეთ ჯამში.

დაჭერით მწვანილი, დაუმატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.

ხორცს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. გაზავებული ხორცი მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

დროის გასვლის შემდეგ ხორცს დაუმატეთ არაჟანი, კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, ხოლო ბოლოს მოათავსეთ აირღუმელში და გამოაცხვეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი