უგემრიელესი შოკოლადის დესერტი, სულ რაღაც 3 ინგრედიენტით

124

“ბრიგადეირო”- ბრაზილიური ტკბილეული ანუ შოკოლადის კანფეტი გულსართით, რომელიც სულ რაღაც 3 ინგრედიენტისგან შედგება. შედეგად კი მიიღებთ უგემრიელეს დესერტს.

ინგრედიენტები:

შედედებული რძე- 1 ქილა;

კაკაო- 3 ს.კ.

კარაქი- 1 ს.კ.

ინგრედიენტები:

სამივე ინგრედიენტი გადაიტანეთ ერთ ჯამში, მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე ან წყლის ორთქლზე და პარალელურად მოურიეთ, სანამ ნარევი არ შესქელდება (7-10 წუთი).

დროის გასვლის შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და დატოვეთ გასაგრილებლად.

ნარევისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ სხვადასხვა ფანტელში (ქოქოსი, დაქუცმაცებული თხილი, ნიგოზი, შაქრის ფხვნილი ან საკონდიტრო ფანტელი).

დესერტი დაახლოებით 30 წუთი მოათავსეთ მაცივარში, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი