კლავიატურის ღილაკის 6 კომბინაცია, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობის პროცესში მარტივად მოგიგვარებთ პრობლემას

51

„თითქმის ყველა ჩვენთაგანი დარწმუნებულია, რომ კომპიუტერს თავისუფლად ფლობს, მაგრამ 99% ცდება,“- წერს გამოცემა Huffington Post-ი.

თუნდაც ის, რომ უმეტესობა ჩვენგანმა არ იცის საბაზო, ძირითადი კლავიატურის კომბინაციები. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თავისუფლად შეგიძლიათ დააკოპიროთ ტექსი ctrl+c და ctrl+v -ს დახმარებით.

კვლევებმა აჩვენა (ამას ნებისმიერი პროგრამისტიც დაადასტურებს), რომ ე.წ. „შორტ-ქათები“ დაგეხმარებათ კომპიუტერთან ამა თუ იმ სამუშაოს სწრაფად შესრულებაში.

ამ სტატიაში მოყვანილია კლავიატურის ძირითადი კომბინაციები. გარწმუნებთ, რომ ისინი ნამდვილად დაზოგავს თქვენს დროს და ენერგიას.

როგორ უნდა დავბლოკოთ კომპიუტერი, თუ სამუშაო მაგიდიდან გასვლა მოგვიწევს?

Business weather

არავის მოსწონს, როდესაც მის კუთვნილ კომპიუტერს (სამსახურში თუ სახლში) სხვა იყენებს, განსაკუთრებით იმ დროს, თუ ჩვენი სასაუბრო ფანჯარა გახსნილია ან ვსტუმრობთ ისეთ საიტს, რომელიც სხვამ არ გვინდა იხილოს.

კლავიატურის ღილაკების სწრაფი კომბინაცია ჩვენს კომპიუტერს დაბლოკავს, შედეგად კი სამსახურში შესვენებაზე მშვიდად გავალთ:

Windows-ისთვის: ღილაკი “Start” (მარცხენა ბოლო კუთხიდან მეორე ღილაკი) და +ღილაკი L.

Mac-თვის: Cmd + Alt + Eject.

როგორ გავხსნათ სწრაფად შემთხვევით დახურული ფანჯარა?

3

სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება: ბრაუზერში დახურავთ ფანჯარას და შემთხვევით საჭირო საიტს კარგავთ. ბრაუზერის ისტორიების ძებნის მაგივრად, მომდევნო მეთოდი წამში გამოასწორებს სიტუაციას:

Windows-ისთვის: Ctrl + Shift + T

Mac -ისთვის: Command + Z (Safari) და  Ctrl + Shift + T (Google Chrome-ისთვის).

რა უნდა გავაკეთოთ თუ კომპიუტერში ყველა ფანჯარა „გაშეშდა“ და რეაგირება არ აქვს?

4

არც ისე იშვიათია, მაგალითად, როდესაც Photoshop -ში ვმუშაობთ და კომპიუტერში უეცრად არცერთი პროგრამა  არ რეაგირებს. ჩვეულებრივ მომხმარებლები მაშინვე მიმართავენ კომბინაციას- Ctrl + Alt + Del  , იმისათვის, რომ პროგრამები გადაიტვირთოს, თუმცა ეს არც ისე კარგი გამოსავალია.

ამ შემთხვევაში უკეთესია თუ ე.წ. „შორტ-ქათს“ გამოიყენებთ, რომელიც შეაჩერებს მხოლოდ იმ ერთ „ყველაზე მავნე“ პროგრამას:

Windows-ისთვის: Ctrl + Shift + Esc.

Mac-ისთვის: Cmd + Option + Shift + Esc.

ერთიანად დააჭირეთ ამ ღილაკებს 3 წამი და პრობლემური პროგრამა დაიხურება, ხოლო თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გააგრძელოთ მუშაობა და არ დაკარგოთ გახსნილი დოკუმენტები.

ეს კი მათთვის, ვინც Mac-ისთვის ღილაკების იდენტიფიცირება ვერ მოახდინა:

makistvis

როგორ გადავიდეთ სწრაფად გახსნილ ფანჯრებში  „მაუსის“ გარეშე?

5

გახსნილ ფანჯრებში გადასასვლელად ჯერ კიდევ „მაუსს“ იყენებთ? კლავიატურის დახმარებით ყველაფერი გაცილებით მარტივია:

Windows-ისთვის: Alt+Tab.

Mac-ისთვის: Cmd + Tab.

მისამართის სწრაფად შენახვა დაგჭირდათ?

6

როგორც სხვადახვა პრაქტიკა გვაჩვენებს, ეს კომბინაცია მილიონი წუთის ეკონომიას გააკეთებს:

Windows-ისთვის:  Alt + D.

Mac-ისთვის: Cmd + L.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უფროსი ზურგიდან მოგვიალხოვდა და ცდილობს გაიგოს რას ვაკეთებთ?

Young man celebrating at laptop, in a living room

არც ისე იშვიათად ხდება, რომ მუშაობით ძალიან ვიღლებით და ინტერნეტში გასართობ გვერდებს ვათვალიერებთ. როგორ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, სხვების დასანახად, რომ ვმუშაობთ?

მომდევნო ღილაკის კომბინაციები სწრაფად მოაშორებს ეკრანიდან ბრაუზერს და დააბრუნებს Word -ის ან Excel -ის ფანჯარას (დამოკიდებულია, თუ რომელი საოფისე პროგრამა გაქვთ გახსნილი).

Windows-ისთვის:  Windows + D

Mac-ისთვის: Fn + F11.

 

კომენტარი