როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად?

110

მაღაზიის დახლები სავსეა სხვადახვა ქიმიური სარეცხი საშუალებით, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ისინი? რადგან  არაერთხელ გვსმენია, რომ სარეცხი ფხვნილი ალერგიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ჩვენ მოვიძიეთ არაერთხელ ნაცადი და ეფექტური საშუალება, რომელიც ტანსაცმელს მოაშორებს ლაქებს და რაც მთავარია ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ვაშლის ძმარი– საუკეთესო საშუალებაა ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად. რეცხვის წინ საკმარისია 1 ჭიქა ვაშლის ძმარი დაამატოთ სარეცხ მანქანაში, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ სარეცხი ფხვნილი ვაშლის ძმარს.

რა სასარგებლო თვისებები ახლავს ვაშლის ძმრის დამატებას რეცხვის დროს?

თუ ოჯახში ბავშვი ცხოვრობს, მისი ტანსაცმლის რეცხვისას სარეცხი მანქანაში დაამატეთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ან თეთრი ძმარი. ამგვარად, პატარას დაიცავთ ალერგიული რეაქციისაგან.

იმისათვის, რომ ტანსაცმელს ოფლისგან წარმოქმნილი ყვითელი ლაქები მოაშოროთ, გარეცხვამდე დალაქავებული ადგილები დაალბეთ ვაშლის ძმარში, ხოლო შემდეგ ტანსაცმელი გარეცხეთ სარეცხი მანქანაში, რომელსაც წინასწარ დაამატებთ ვაშლის ძმარს.

გარდა ამისა, ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სარეცხი საშუალება- 1 ს.კ. საკვები სოდას დამატებით.

ვაშლის ძმარს მარტივად ამოჰყავს ლაქები არა მარტო ტანსაცმლიდან, არამედ ნოხიდანაც. ძმარი ჩაასხით სპრეის ბოთლში, დაასხით ნოხის დალაქავებულ ადგილებზე და გააჩერეთ 30 წუთი. ამის შემდეგ, ნოხი კარგად გაწმინდეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კომენტარი