საუკეთესო საშუალება უნიტაზიდან ნადების და ბაქტერიების მოსაშორებლად, რომლის გაკეთებას თავადაც მარტივად შეძლებთ

112

ყველა დიასახლისის ვალია აბაზანაში იდეალური სისუფთავე შეინარჩუნოს-“სუფთა აბაზანა ჰიგიენის საწინდარია”. გარდა ამისა, ყველას მოსწონს, როდესაც სააბაზანოში სასიამოვნო სუნია და ყველაფერი თავის ადგილზეა.

მომდევნო მეთოდით მომზადებული უნიტაზის საწმენდი საშუალება კლავს ბაქტერიებს და უნიტაზს წმენდს ნადებისგან. გარდა ამისა, აბაზანაში სასიამოვნო არომატი გარანტირებულია.

უნიტაზიდან ნადების მოსაშორებლად დაგჭირდებათ:

სარეცხის საპონი (72%)- 3 ს.კ.

საკვები სოდა- 1 ჭიქა;

წყალბადის ზეჟანგი- 2 ს.კ.

ლიმონმჟავა (ფხვნილი)- ¼ ჭიქა;

ჩაის ხის ეთერზეთი- 5 წვეთი;

სოჭის ეთერზეთი- 5 წვეთი;

ილანგ-ილანგის ეთერზეთი- 5 წვეთი;

გრეიპფრუტის ეთერზეთი- 5 წვეთი.

მომზადება:

1.სარეცხის საპონი გახეხეთ და დაადნეთ წყლის ორთქლზე.

2.საშუალო ზომის ჯამში სოდას დაუმატეთ ყველა ეთერზეთი.

3.წყალბადის ზეჟანგი ფრთხილად დაასხით ლიმონმჟავას ფხვნილს, ყოველი ინგრედიენტის დამატებისას ნარევს კარგად მოურიეთ.

4.მასას დაუმატეთ სარეცხის საპონი, კარგად მოურიეთ, გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები, დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე და დატოვეთ გაშრობამდე- დაახლოებით 4-5 საათი.

გამზადებული ბურთულები გადაიტანეთ შუშის ქილაში და თავსახური კარგად დაახურეთ.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოგივათ ბევრი ბურთულა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გეყოფათ.

მისი გამოყენება შემდეგნაირად შეგიძლიათ: ძილის წინ, როდესაც ოჯახის წევრები დაიძინებენ, უბრალოდ ჩააგდეთ ერთი ბურთულა უნიტაზში.

იგივე პროცედურა შეგიძლიათ იმ დროს, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლიდან გადის.

საკმარისია კვირაში 2-3 ბურთულას ჩაგდება უნიტაზში და ის ამ ხნის განმავლობაში ბაქტერიებისგან სრულად გაიწმინდება. გარდა ამისა, აბაზანაში სასიამოვნო არომატი დიდ ხანს შენარჩუნდება.

კომენტარი