აიურვედული ნიღაბი კანის მოვლისთვის- ასუფთავებს, ატენიანებს, ამარაგებს ვიტამინებით!

60

კანის მოვლისას ნატურალური პროდუქტების გამოყენება გსურთ? ეს ნიღაბი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით გამოგადგებათ! თუ რეცეპტში შემავალ კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ.

ნიღაბი ნორმალური კანისთვის
თქვენ დაგჭირდებათ:
– 1 ც. ატამი
– 1 ს/კ შვრიის ფანტელები
– 1 ს/კ თაფლი

მომზადების წესი:
1. ატამი გაფცქვენით, კურკა მოაშორეთ და დაჭყლიტეთ ჩანგლით- ერთგვაროვანი კონსისტენციის პასტა უნდა მიიღოთ.

2. დაამატეთ შვრია და თაფლი. მასას კარგად მოურიეთ.

3. წაისვით მიღებული ნიღაბი სახის კანზე და 15 წუთით დაიტოვეთ.

4. ამის შემდეგ, ბამბის დისკები მინერალურ წყალში დაასველეთ და ნიღაბი მოიშორეთ.

კომენტარი