“გიუვეჩი”- ნოყიერი და ძალიან გემრიელია!

96

საჭირო ინგრედიენტები:
– 1 კგ ბადრიჯანი
– 1 კგ პომიდორი
– 1 კგ ბულგარული წიწაკა
– 700 გ ცხვრის ხორცი
– 6-7 კბილი ნიორი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ხორცი ნაჭრებად დაჭერით და გადაიტანეთ კერამიკულ ცხობის ფორმაში, ან სპეციალურ ტაფაში ღუმელისთვის (ფორმას/ტაფას წინასწარ კარაქი წაუსვით).

2. ბულგარული წიწაკა მარცვლებისგან გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით. გადაიტანეთ ნაჭრები ფორმაში.

3. კუბიკებად დაჭერით პომიდორი, ბადრიჯანი და ტაფაში ბულგარულ წიწაკას დაუმატეთ.

4. დაამატეთ ნიორი, მარილი და შავი პილპილი.

5. ტაფას თავსახური დააფარეთ. მოამზადეთ კერძი 180 °С-მდე გაცხელებულ ღუმელში 2-3 საათის განმავლობაში. შეამოწმეთ ხორცის მზაობა.

კომენტარი