როგორი პიროვნება ხართ? მარტივი და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი

93

ფსიქოლოგიური ტესტები გვაძლევენ შესაძლებლობას გავიგოთ მეტი საკუთარი თავის შესახებ. ყურადღებით დააკვირდით სურათს: რას ხედავთ?

1. თუ ნახატი ფესვებთან იწვევს ასოციაციას, თქვენ ინტროვერტი ხართ. მშვიდად და უემოციოდ იღებთ კრიტიკას. თქვენთვის ეს არის რჩევა, რომლის გათვალისწინება შეგიძლიათ იმისთვის, რომ სრულყოფილებას მიაღწიოთ. თქვენი ცხოვრება დისციპლინირებული და ორგანიზებულია. ცდილობთ იცხოვროთ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.  

2. თუ ხეები დაინახეთ, ექსტრავერტი ხართ. გარშემომყოფებთან გულწრფელი, ხოლო ურთიერთობებში ერთგული ადამიანი ხართ. დიდ მნიშვნელობას თავაზიანობას ანიჭებთ, მაგრამ ამასთანავე არავის მისცემთ შესაძლებლობას თქვენი სიკეთე გამოიყენოს. ხართ მომთხოვნი. თქვენი ნდობის დამსახურება საკმაოდ რთულია. 

3. თუ ტუჩები დაინახეთ, ამბივერტი ხართ. შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სირთულეებს, მაგრამ ცდილობთ, მათ გვერდი აუაროთ. ხართ ბრძენი, მაგრამ ამასთანავე გულუბრყვილო, რადგანაც ზედმეტად ენდობით ადამიანებს და მათში მხოლოდ კარგს ხედავთ. გარშემომყოფები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სუსტი პიროვნება ხართ, ცდებიან. თქვენ უბრალოდ კეთილი ხართ. სიკეთე კი, სისუსტე არ არის. ყოველთვის ეხმარებით მეგობრებს და ისინი ამას აფასებენ.

კომენტარი