ღვეზელი ვაშლებით და თაფლით- იდეალური საშემოდგომო დესერტი

90

თქვენ დაგჭირდებათ:
– 500 გ ვაშლი
– 250 გ ფქვილი
– 150 გ ნაღების კარაქი
– 3 ს/კ თაფლი
– 1 ჭიქა შაქარი
– 3 კვერცხი
– 1 პაკეტი გამაფხვიერებელი ცომისთვის
– 1 პაკეტი ვანილის შაქარი
– 0,5 ჩ/კ მარილი
– 1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:
1. ვაშლები გაფცქვენით, კუბიკებად დაჭერით და ლიმონის წვენი მოასხით. 

2. ათქვიფეთ 3 კვერცხი და შაქარი. დაამატეთ ვანილის შაქარი, მარილი და რბილი კარაქი. ინგრედიენტებს მოურიეთ. დაამატეთ გამაფხვიერებელი და თაფლი. 

3. მასას კარგად მოურიეთ და ფქვილის დამატება დაიწყეთ. მოზილეთ ცომი და მას ვაშლის ნაჭრები შეურიეთ. 

4. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ ღვეზელი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი