ღვეზელი “ბალიშები”- გემრიელი და არომატულია!

516

თქვენ დაგჭირდებათ:
– 250 გ ხორბლის ფქვილი
– 100 მლ მზესუმზირის ზეთი
– 5 კვერცხი
– 100 მლ რძე
– 210 გ შაქარი
– 20 გ კაკაო
– 5 გ გამაფხვიერებელი
– 350 გ ხაჭო
– 30 გ სახამებელი
– 0,5 ჩ/კ ვანილის შაქარი

მომზადების წესი:
1. მიქსერით ათქვიფეთ 4 კვერცხი და 150 გ შაქარი სქელი ქაფის მიღებადე. თქვეფისას, დაამატეთ ზეთი, ხოლო შემდეგ ოთახის ტემპერატურის რძე. 

2. მასას ფქვილის (გაცრა აუცილებელია), კაკაოს და გამაფხვიერებლის ნარევი დაუმატეთ.

3. ხაჭოს სახამებელი, 60 გ შაქარი, 0,5 ჩ/კ ვანილის შაქარი და 1 კვერცხი შეურიეთ. ინგრედიენტებს ბლენდერით მოურიეთ. 

4. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით და მასში შოკოლადის ცომი გადაასხით. ხაჭოს მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. 

5. მოასხით ხაჭოს მასა შოკოლადის ცომს და გამოაცხვეთ დესერტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში. მზა ღვეზელს შაქრის პუდრი მოაყარეთ. 

კომენტარი