როგორ გავრეცხოთ ჯინსი, რომ მან ფერი არ შეიცვალოს და არ გახუნდეს?

89

დიასახლისები არაერთი პრობლემის წინაშე დგებიან, როდესაც საქმე ეხება სხვადახვა ხარისხის და შეფერილობის ტანსაცმლის რეცხვას, მათ შორის არის ჯინსიც.

ჯინსის მატერიას სპეციალური ინდიგოს საღებავით ღებავენ, რაც დროთა განმავლობაში ხუნდება. ამიტომ, ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს მისი რეცხვის წესი, რათა ჯინსის ტანსაცმელს დიდხანს შეუნარჩუნოს პირვანდელი სახე.

მარილი

დაალბეთ ჯინსი ცივ წყალში, დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი და დატოვეთ ნახევარი საათი. დროის გასვლის შემდეგ კარგად გაწურეთ, ხოლო შემდეგ ხელით გარეცხეთ.

რეცხვისას გამოიყენეთ სარეცხი ფხვნილი მათეთრებლის გარეშე ან სარეცხის საპონი. ფერის შესანარჩუნებლად, ჯინსის ბოლო გავლებისას წყალს დაუმატეთ ცოტა ძმარი.

ძმარი

ამ შემთხვევაში ძმარი ჩაასხით წყალში და დაალბეთ ჯინსი ან დაამატეთ სარეცხი მანქანაში რეცხვის დროს. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს მინიმალურად დაბალი.

ზოგადი რეკომენდაციები ჯინსის გარეცხვისას:

ჯინსი გარეცხეთ მხოლოდ ცივ ან გრილ წყალში;

ჯინსის რეცხვისას არასოდეს გამოიყენოთ მათეთრებელი სარეცხი ფხვნილი;

ჯინსი ყოველთვის ამობრუნებული გარეცხეთ;

გასაშრობად დაკიდეთ რაც შეიძლება სწორ ფორმებში.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი საყვარელი ჯინსი კიდევ დიდ ხანს მოგემსახურებათ.

კომენტარი