5 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც ღვიძლს წმენდს

51

ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. ის წარმოადგენს თავისებურ ფილტრს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები, თუმცა სპირტიანი სასმელები, სტრესი და მავნე საკვები, დროთა განმავლობაში, ღვიძლის უჯრედებს აზიანებს. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ღვიძლი მავნე ნივთიერებებისგან.

ჩვენ შევკრიბეთ 5 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას  და ეფექტურია მისი წმენდისთვის. იმისათვის, რომ ეფექტი მაქსიმალური იყოს, აუცილებელია სპირტიანი სასმელის, შემწვარი პროდუქტის, მარილიანი და თამბაქოს მაქსიმუმამდე შემცირება.

ნიორი

მიუხედავად იმისა, რომ ნიორი ადამიანისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტებს შორის არ მოიაზრება, ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ღვიძლის წმენდისას. ნივრის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო მინერალები, ანტიოქსიდანტები,  რკინა და მაგნიუმი დაარეგულირებს არტერიულ წნევას. სელენი და არგინინი წმენდს სისხლძარღვებს, მათ შორის კაპილარებს.

გრეიპფრუტი

ამ პროდუქტში შემავალი მთავარი ნივთიერება გლუტოათნი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც ღვიძლს კვებავს სასარგებლო მიკროელემენტებით. თუ გრეიპფრუტს ჩაის დაუმატებთ შედეგი არ დააყოვნებს.

ჭარხალი

ჭარხალი ადამიანს ორგანიზმს წმენდს და ეს სიახლე არ არის. ამიტომ, მისი ხშირი მიღება სასარგებლოა ორგანიზმის სწორად მუშაობისთვის. ჭარხლის წვენი ღვიძლის უჯრედებს აახალგაზრდავებს.

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის სითხე ღვიძლში აქტიურ ცირკულაციას ახდენს, შედეგად მას  სწრაფად გამოჰყავს მავნე ნივთიერებები. ექიმების რეკომენდაციით, სასურველია ზეითუნის ზეთი საკვებ რაციონში ყოველ დღიურად გამოიყენოთ.

თაფლი

თაფლი ერთადერთი ტკბილი პროდუქტია ორგანიზმის პერიოდულად გასაწმენდად. თაფლი ხელს უწყობს ნაღველის გამოყოფას, რომელიც წმენდს მავნე ნივთიერებებს.  თუ ყოველ დღე, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე მიირთმევთ  1 ჩ.კ. თაფლს, ღვიძლის ფუნქციონირება და ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება.

 

კომენტარი