მაფინები საუზმეზე, სულ რაღაც 15 წუთში

331

ინგრედიენტები:

ხაჭო- 200 გრ.

გახეხილი ყველი- 50 გრ.

პომიდორი- 1 ცალი;

ბულგარული წიწაკა- 1 ცალი;

მწვანილი- გემოვნებით;

კვერცხი- 2 ცალი;

მარილი- გემოვნებით

ხორბლის ფქვილი- 2 ს.კ.

მომზადების წესი:

ბულგარული წიწაკა, მწვანილი და პომიდორი წვრილად დაჭერით.

კვერცხი ათქვიფეთ ხაჭოსთან ერთად, დაუმატეთ გახეხილი ყველი, ბოსტნეული, დაჭრილი მწვანილი და მარილი.

მიღებული მასა გაანაწილეთ კექსის ფორმებში და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 15-20 წუთი (შეფერილობამდე).

სურვილისამებრ, მაფინებს შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო, ლორი ან სუნელი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი