ღუმელში მომზადებული კარტოფილის პიურე ფრანგულად

76

საჭირო ინგრედიენტები:
– 10 ც. კარტოფილი
– 200 მლ არაჟანი
– 2 ს/კ ნაღების კარაქი
– 2 გ ჯავზი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გარეცხეთ და გააშრეთ. პერგამენტის ქაღალდი ორ კვადრატად დაჭერით. ყოველ ნაჭერს კონვერტის ფორმა მიეცით და მიღებულ ფორმაში კარტოფილი ჩადეთ. გადაიტანეთ კარტოფილი ჟარონაზე და გამოაცხვეთ 60 წუთის განმავლობაში 220 °С- მდე გაცხელებულ ღუმელში. 

2. კარტოფილს გაცივება აცადეთ, გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. გაალღვეთ კარაქი, დაამატეთ მარილი, შავი პიპილი და ჯავზი. სოუსი კარტოფილს დაასხით და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ცხობის ფორმაში გადაიტანეთ და არაჟანი დაასხით. მოამზადეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.  

კომენტარი