3 მარტივი ინგრედიენტი და ხველების სამკურნალო “კანფეტი” მზად არის

162

წამლების უმეტესობის შემადგენლობაში ქიმიური ნივთიერებებია, რომელიც ორგანიზმს ზიანს აყენებს. ამიტომ, გაციების და ხველების დროს უკეთესია მიიღოთ არაერთხელ ნაცადი და ეფექტური საშუალება, რომლის მომზადებასაც თავად შეძლებთ.

ამ ნატურალური საშუალების დახმარებით ორგანიზმში შემცირდება გაციების სიმპტომები და ხველა შეჩერდება.

როგორ მოვამზადოთ გაცივების საწინააღმდეგო კანფეტი?

100 მლ. (დაახლოებით 7 ს.კ.) ქოქოსის დარბილებული კარაქი გადაიტანეთ ჯამში და ათქვიფეთ მცირე ქაფის წარმოქმნამდე, ხოლო შემდეგ დაუმატეთ 100 გრ. (დაახლოებით 7 ს.კ.) ნატურალური თაფლი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მასა არ შესქელდება.

ნარევს ასევე დაუმატეთ დარიჩინი, თუმცა მისი რაოდენობა თავად განსაზღვრეთ (დაუმატეთ გემოვნებით) და გააგრძელეთ თქვეფა ერთი მასის მიღებამდე.

kanpeti2

კანფეტის მოსამზადებლად გამოიყენეთ პლასტმასის ყინულის კუბიკების მოსამზადებელი ფორმა- მასში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი ან ფოლგა და  ნარევი გაანაწილეთ ჩაის კოვზით.

კანფეტი მოათავსეთ საყინულეში დაახლოებით 30 წუთი, ხოლო შემდეგ გამოიღეთ საყინულედან და შეინახეთ მაცივარში გამოყენებამდე.

გაციების და გრიპის სიმპტომებისთანავე, დღეში მიიღეთ  ერთი კანფეტი. თუ სიმპტომები მკვეთრად გამოხატულია- ხველება, ყელის ტკივილი- ამის შესამსუბუქებლად მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 3-4 ცალი.

შენიშვნა: წინასწარ დარწმუნდით, რომ თაფლზე ალერგია არ გაქვთ.

 

კომენტარი