ტორტი “ბაბუაწვერა”- ნაზი, არომატული და ძალიან გემრიელი!

100

საჭირო ინგრედიენტები:
– 100 გ ხორბლის ფქვილი
– 50 გ სიმინდის სახამებელი
– 250 გ შაქარი
– 5 კვერცხი
– 0,5 ჩ/კ კურკუმა
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 250 მლ რძე
– 2 კვერცხის გული
– 1 ც. ლიმონი
– 300 მლ ნაღები (ცხიმიანობა 33%)
– 70 გ შაქრის პუდრი

მომზადების წესი:
1. განაცალკევეთ ერთმანეთისგან 5 კვერცხის გული და ცილა. ათქვიფეთ ცილა და 200 გ შაქარი- თეთრი, ჰაეროვანი ქაფი უნდა მიიღოთ. დაამატეთ 5 კვერცხის გული და კურკუმა. მასა კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.  

2. ათქვიფეთ სახამებელი და 80 გ ფქვილი- ნარევი კვერცხის მასას შეურიეთ. დაამატეთ გამაფხვიერებელი. 

3. ცომი ცხობის ფორმაში, პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ. გამოაცხვეთ ბისკვიტი 170 °С-მდე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ბისკვიტს გაცივება აცადეთ.

4. ქვაბში რძე გადაასხით და ლიმონის ცედრა დაამატეთ. მოხარშეთ ადუღებამდე და გადაწურეთ. ნარევს გაცივება აცადეთ. 

5. ათქვიფეთ 2 კვერცხის გული და 50 გ შაქარი. დაამატეთ 1 ს/კ ფქვილი, რძე. გაათბეთ ნარევი ნელ ცეცხლზე ნარევის გასქელებამდე. ჭურჭელს საკვების შესაფუთი პოლიეთილენი დააფარეთ და გაცივება აცადეთ. 

6. ათქვიფეთ ცივი ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრი და მასა კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. დაამატეთ ცივი მოხარშული კრემი. მასას მოურიეთ- ეს ერთგვაროვანი კონსისტენციის უნდა იყოს. 

7. ბისკვიტი გადმოაბრუნეთ, ზედა ნაჭერი მოაჭერით და “გამოშიგნეთ”. რბილობი დააქუცმაცეთ და გადადეთ. მიღებულ ფორმაში კრემის დიდი ნაწილი გადაიტანეთ. 

8. ბისკვიტს ზედა ნაჭერი დააფარეთ და ტორტს დარჩენილი კრემი წაუსვით. მოაყარეთ ტორტს ნამცეცები და ჩადეთ მაცივარში 1 საათით. 

კომენტარი