ბრინჯის ფაფა შემწვარი მსხლით- უგემრიელესი საუზმე მთელი ოჯახისთვის

57

საჭირო ინგრედიენტები:
– 1 ჭიქა შაქარი
– 2,5 ჭიქა რძე
– 2 ც. მსხალი
– 100 გ ნაღების კარაქი
– 4 ს/კ შაქარი
– 1 ჭიქა წყალი
– 15 გ ვანილის შაქარი
– დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბრინჯს ცხელი წყალი დაასხით, ნახევარი საათით დატოვეთ და ცივი წყალი გადაავლეთ. ასე, ბრინჯს ზედმეტ სახამებელს მოაშორებთ. 

2. გადაიტანეთ ბრინჯი ქვაბში სქელი ძირით, დაამატეთ რძე და 1 მწიკვი დარიჩინი. დადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე და პერიოდულად მოურიეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ, ბრინჯი ნელ ცეცხლზე მოხარშეთ: 25- 30 წუთში ფაფა მზად იქნება. მომზადების პროცესის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაამატეთ 3 ს/კ შაქარი.

3. მსხალი გამოშიგნეთ და 5-7 მილიმეტრიან ნაჭრებად დაჭერით. ქვაბი მზა ბრინჯით ცეცხლიდან გადმოდგით, ფაფას ნაღების კარაქი შეურიეთ და დატოვეთ თავსახურის ქვეშ კიდევ 5 წუთით. 

4. მოამზადეთ შაქრის სიროფი: ტაფაში შაქარი ჩაყარეთ, დაამატეთ დარიჩინი და 50 გ კარაქი. მასას მოურიეთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ დადნება. როდესაც სიროფი კარამელისფერი გახდება, მასში მსხლის ნაჭრები გადაიტანეთ და წყალი დაამატეთ. მოამზადეთ მსხალი 5-10 წუთის განმავლობაში ყოველი მხრიდან. ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით და დატოვეთ მსხალი სიროფში გაცივებამდე. 

5. ფაფა ღრმა თეფშებში გადაიტანეთ და გააფორმეთ შემწვარი მსხლის ნაჭრებით. უგემრიელესი საუზმე მზადაა!

კომენტარი