თხელი საფუარის ცომი პიცისთვის- საუკეთესო რეცეპტი თქვენთვის

157

საჭირო ინგრედიენტები:
– 400 გ ხორბლის ფქვილი
– 0,5 ჩ/კ მარილი
– 8 გ მშრალი საფუარი
– 1 ს/კ შაქარი
– 2,5 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 220 მლ წყალი

მომზადების წესი:

1. ფქვილს მარილი შეურიეთ (მიღებული ნარევის გაცრა აუცილებელია). ცენტრში ღრმული გააკეთეთ.  

2. წყალს საფუარი და შაქარი დაუმატეთ. მიღებული ნარევი ფქვილს შეურიეთ. 

3. მოზილეთ ცომი, პორციებით დაამატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. 

4. მოზილეთ ცომი 5 წუთის განმავლობაში- ის გლუვი და ელასტიური უნდა იყოს. 

5. ცომს ბურთის ფორმა მიეცით. წაუსვით დარჩენილი ზეთი ჯამს, მასში ცომი გადაიტანეთ და საკვების შესაფუთი პოლიეთილენი დააფარეთ. დატოვეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება. 

6. ცომი ორ ნაწილად გაყავით, ყოველი ნაჭერი გააბრტყელეთ და მასზე შიგთავსი გადაიტანეთ. 

7. წაუსვით ცომს მაიონეზი, ან ტომატი. თხელ ნაჭრებად დაჭერით ძეხვი, ან ლორი და ცომზე დააწყვეთ. მოაყარეთ ამ ინგრედიენტებს გახეხილი ყველი, დაამატეთ საყვარელი სანელებლები, ან მწვანილი და გამოაცხვეთ პიცა ღუმელში მომზადებამდე. 

კომენტარი