დეპრესიის 3 მთავარი ნიშანი, რომლის იგნორირება არ შეიძლება

76

სპეციალისტებმა დეპრესიის ძირითადი ნიშნები დაასახელეს, რომლებიც ფსიქიკური მოშლილობის დროს ყველაზე გავრცელებულია. აქ სულ 3 სიმპტომია, თუმცა აუცილებელია ყურადღების მიქცევა.

უმიზეზო, ძლიერი შფოთი

თუ ადამიანს გამთენიისას ხშირად ეღვიძება (მაგ. 5 საათზე) და მას გული სწრაფად უცემს, პირი მშრალი აქვს, აწუხებს კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება) და ყოველივეს თან ახლავს უმიზეზო შფოთი- ეს დეპრესიის პირველი ნიშნებია.

ხასიათის ცვალებადობა

რითმული ხასიათის ცვალებადობა, როდესაც ადამიანი იღვიძებს უკმაყოფილო, ხოლო საღამოს უკეთეს განწყობაზეა- დეპრესიის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მსგავსი გამოვლინება, ხშირ შემთხვევაში, დამახასიათებელია შემოდგომას და გაზაფხულზე.

სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება

დეპრესიის მთავარი ნიშანი- სიამოვნების მიღების დაქვეითება ან სრულიად გაქრობა. ასევე, შეიმჩნევა სიხარულის ნაკლებობა და ცხოვრების მოტივაციის არ ქონა.

მოზრდილებისთვის დამახასიათებელია ჩაკეტილობა და უწინდებური ინტერესების გაქრობა.

გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბავშვებში დეპრესია ვლინდება ქცევითი ან სომატური ნიღბით: ბავშვი შესაძლოა უეცრად გახდეს ჭირვეული ან საკუთარ თავში ჩაკეტილი. ასევე, უჩიოდეს  სხვადახვა ორგანოების ტკივილს.

დეპრესიის სხვა სიმპტომები:

ალკოჰოლის ან ნარკოტიკისადმი მიდრეკილება;

ნოვროზულობა;

საკუთარ თავში რწმენის სიმცირე;

ენერგიის შემცირება;

მომატებული დასვენების მოთხოვნილება;

სექსუალური ინტერესის გაქრობა;

კონცენტრირების პრობლემა;

ქრონიკული დაღლილობა;

ორგანიზმის გამოფიტვის შეგრძნება;

ფიზიკური დისკომფორტი.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, ნუ დაელოდებით კრიზისს. მიმართეთ სპეციალისტს.

 

კომენტარი