სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელი, ჰაეროვანი ცომით

158

ინგრედიენტები:

ხაჭო- 250 გრ.

კეფირი- 1 ჭიქა;

კვერცხი- 1 ცალი;

მარილი- 1 ჩ.კ.

შაქარი – 1 ს.კ.

საფუარი- 1 ჩ.კ.

ფქვილი-  3 ს.კ.

მომზადების წესი:

ჯამში მოათავსეთ კეფირი, დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი, კვერცხი და ხაჭო.

ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

მოზელისას ფქვილი აღარ დაუმატოთ. მიღებული ცომი შეფუთეთ და გააჩერეთ 20-30 წუთი, რათა გაღვივდეს.

გულსართი მოამზადეთ თქვენი სურვილისამებრ.

მაგიდაზე მოაფრქვიეთ ცოტა ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 0,5-0,7 სმ. სისქემდე.

ღვეზელი გამოაცხვეთ ტაფაზე,  მცენარეულ ზეთში.

შენიშვნა: ცომის მოსამზადებლად შეარჩიეთ რაც შეიძლება მშრალი ხაჭო.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი