ნოყიერი ჟულიენი- მზადდება ძალიან სწრაფად

178

არაერთი ადამიანის საყვარელი კერძია ჟულიენი- ქათმით და სოკოთი, თუმცა, ბევრმა არ იცის რამდენად მარტივია მისი მომზადება.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე- 500 გრ.

ქამა სოკო- 300 გრ.

საშუალო ზომის ხახვი- 2 ცალი;

გახეხილი ყველი- 200 გრ.

არაჟანი- 200 გრ.

ფქვილი- 50 გრ.

მცენარეული ზეთი- 30 მლ.

კარაქი- 20 გრ.

მომზადების წესი:

სოკო დაჭერით წვრილად, შეწვით ტაფაზე ცხიმის გარეშე, სანამ თავის წვენს არ გამოყოფს, ხოლო შემდეგ დაუმატეთ კარაქი, მცენარეული ზეთი, წვრილად დაჭრილი ფილე, მარილი, პილპილი და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 15 წუთი. უკეთესია თუ თავსახურს დააფარებთ, რათა ქათმის ხორცი მსუბუქად მოითუშოს.

დროის გასვლის შემდეგ თავსახური მოხადეთ, დაუმატეთ ხახვი და ინგრედიენტები ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 5 წუთი.

ცალკე ჯამში შეურიეთ არაჟანი და ფქვილი ერთი მასის მიღებამდე (არ უნდა დარჩეს ფქვილის შეკრული ბურთულები). ნარევი მოათავსეთ ცალკე ტაფაზე, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

მოშუშული ფილე სოკოთი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ზემოდან დაასხით არაჟნის და ფქვილის ნარევი და დაფარეთ გახეხილი ყველით.

ჟულიენი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი