ყველაზე ჰაეროვანი და გემრიელი ღვეზელი

338

ინგრედიენტები:

კვერცხი- 4 ცალი;

რძე (თბილი)- 2 ჭიქა;

წყალი- 1 ჭიქა;

შაქარი- 1 ჭიქა;

ფქვილი- 115 გრ.

კარაქი- 125 გრ.

ვანილი- 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

კვერცხის ცილა განაცალკევეთ გულისგან, მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მცირე ქაფის წარმოქმნამდე.

კარაქი გაადნეთ და მსუბუქად გააგრილეთ.

კვერცხის გულს დაუმატეთ წყალი, შაქარი და ათქვიფეთ, ხოლო შემდეგ დაასხით გამდნარი კარაქი და მოურიეთ.

კვერცხის გულის ნარევს ასევე დაუმატეთ თბილი რძე, ფქვილი და გააკეთეთ თხელი ცომი.

ცომს ფრთხილად დაუმატეთ ათქვეფილი ცილა.

ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით კარაქი, მოაფრქვიეთ ცოტა ფქვილი და მასში ჩაასხით ცომი, შემდეგ კი მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 1 საათი.

ღვეზელი გააგრილეთ, ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გააფორმეთ სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი