მოამზადეთ ნატურალური მაიონეზი, სულ რაღაც 5 წუთში

668

ინგრედიენტები:

კვერცხი- 1 ცალი;

კვერცხის გული (ცალკე)- 1 ცალი;

მდოგვი- 1 ს.კ.

რაფინირებული (აუცილებლად) მცენარეული ზეთი- 350-400 გრ.

ნახევარი ლიმონიდან გამოწურული წვენი;

მარილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

უკეთესია თუ მაიონეზს თავიდანვე მოამზადებთ ბლენდერის ჭიქაში: მასში მოათავსეთ მთლიანი კვერცხი (გული და ცილა), ცალკე კვერცხის გული,  დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და ეტაპობრივად ჩაასხით მცენარეული ზეთი.

ნარევი ათქვიფეთ ბლენდერით ერთი მასის მიღებამდე.

თუ მაიონეზის გამოყენებას გეგმავთ მომზადებისთანავე (მაგალითად სალათისთვის), ნარევს დაუმატეთ რამდენიმე კოვზი წყალი- მაიონეზი ფენებად არ დაიშლება.

შენახვის შემთხვევაში, მაიონეზი გადაიტანეთ შუშის ქილაში და მოათავსეთ მაცივარში (ვარგისიანობა შეადგენს დაახლოებით 5-7 დღეს).

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი