ქათმის ხრაშუნა ჩხირები კეფირით

24

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე- 500 გრ.

საფანელი- 1 ს.კ.

კეფირი- 0,5 ჭიქა;

სეზამის მარცვლები- 3 ს.კ.

ნიორი- 2 კბილი;

დაფქვილი პაპრიკა- 2 ჩ.კ.

მარილი, პილპილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

ქათმის ფილე გაასუფთავეთ და დაჭერით გრძივად (დაახლოებით 2-3 სმ. სიგანე).

საფანელი, სეზამის მარცვლები, პაპრიკა, მარილი და პილპილი კარგად აურიეთ ერთმანეთს.

ნიორი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ კეფირს.

ფილეს ყოველი ნაჭერი ამოავლეთ კეფირში, ხოლო შემდეგ საფანელის და სუნელების ნარევში.  ქათმის ჩხირები შეწვით ტაფაზე, მცენარეულ ზეთში, ოქროსფერ შეფერილობამდე.

ხრაშუნა ქათმის ჩხირები სუფრასთან მიიტანეთ ცხელი, სოუსთან და ბოსტნეულთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი