არაჟნის უგემრიელესი კრემი- იდეალურია ტორტებისთვის

43

საჭირო ინგრედიენტები:
– 350 გ ცხიმიანი არაჟანი
– 130 გ შაქარი
– 250 გ ნაღების კარაქი
– 2 ს/კ ფქვილი
– 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
– 2 კვერცხი

მომზადების წესი:
1. შეურიეთ ერთმანეთს 2 კვერცხი, არაჟანი და ფქვილი ქვაბში.
2. ქვაბი ნარევით წყლის აბაზანაზე დადგით და მოხარშეთ კრემი გასქელებამდე. მომზადების პროცესის დროს კრემს უნდა მოურიოთ. 
3. მზა კრემს გაცივება აცადეთ. ამ დროს ათქვიფეთ ნაღების კარაქი მიქსერით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. 

4. კოვზით დაუმატეთ ცივი კრემი კარაქს და თქვეფა განაგრძეთ. როდესაც ორივე მასას შეაერთებთ დაამატეთ ვანილი. 

5. მზა კრემი 1 საათით მაცივარში ჩადეთ. 

კომენტარი