თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური და არაერთხელ ნაცადი ნიღაბი

131

თმის ცვენა არაერთი ადამიანის პრობლემაა, რომელიც ძლიერდება გაზაფხულის დასაწყისში და შემოდგომას. არაერთი საშუალება იყიდება თმის ცვენის წინააღმდეგ, რაც არც თუ ისე იაფი და ეფექტურია.

ჩვენ მოვიძიეთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული  სამკურნალო ნიღაბი, რომელიც არაერთხელ ნაცადი და ეფექტურია:

2 ს.კ. აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. ინგრედიენტებს მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე, წაისვით თმის ძირებში, ხოლო შემდეგ გადაისვით თმის მთელ სიგრძეზე. თავზე დაიფარეთ აბაზანის ქუდი და გაიჩერეთ 2-4 საათი.

ნიღაბი მოიშორეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი.

პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ და შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.

 

კომენტარი