ბისკვიტი ხილით- გემრიელი და არომატული დესერტის რეცეპტი

491

საჭირო ინგრედიენტები:
– 5 კვერცხი
– 350 გ ხორბლის ფქვილი
– 250 გ შაქარი
– 0,5 ჩ/კ ლიმონის მჟავა
– 10 გ ვანილინი
– შაქრის პუდრი გაფორმებისთვის
– 2 ც. კივი
– 2 ც. ატამი

კივი და ატამი შეგიძლიათ ნებისმიერი სეზონური ხილით ჩაანაცვლოთ. 

მომზადების წესი:
მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ 5 კვერცხი და შაქარი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ლიმონის მჟავა, ვანილინი და მასას მოურიეთ. 

ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია) კვერცხის მასას. ცომი სქელი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს. 

კივი და ატამი გაფცქვენით და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით და მასში ცომის ნახევარი გადაასხით. დააწყვეთ ცომზე ხილის ნაჭრები და დარჩენილი ცომი დაასხით. გამოაცხვეთ დესერტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. მზა ბისკვიტს შაქრის პუდრი მოაყარეთ. 

კომენტარი