როგორ მოვამზადოთ ჟულიენი ბადრიჯნებში?

144

ინგრედიენტები:
– 5 ც. ბადრიჯანი
– 10 ც. შამპინიონი
– 2 ც. ხახვი
– 3 ს/კ არაჟანი
– 2 მწიკვი პაპრიკა
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, მარილი მოაყარეთ და ზეთი მოასხით. ცხობის ფორმას ზეთი წაუსვით, მასში ბადრიჯანი გადაიტანეთ და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 

2. ამ დროს სოკო დააქუცმაცეთ და შეწვით ტაფაში. დაამატეთ ხახვი, მარილი, შავი პილპილი და პაპრიკა.

3. გამომცხვარი ბადრიჯნებიდან კოვზით რბილობი ამოიღეთ, მასა დააქუცმაცეთ და სოკოს ნარევს დაუმატეთ. შეწვით ინგრედიენტები რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაამატეთ არაჟანი, მასას მოურიეთ და გაავსეთ ბადრიჯნის ფორმები შიგთავსით. მოაყარეთ ბადრიჯნებს გახეხილი ყველი და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 7 წუთით.  

კომენტარი