შოკოლადის ტორტი, რომლის გემო ყველაზე მოახდენს შთაბეჭდილებას!

521

საჭირო ინგრედიენტები:
– 5 ჭიქა + 2 ს/კ არაჟანი
– 2 კვერცხი
– 3 ს/კ + 2 ს/კ შაქარი
– 1,5 ჩ/კ სოდა (სოდას ცოტა ძმარი დაასხით)
– 2 ჭიქა ფქვილი
– 4 ს/კ კაკაო
– 1/2 ლიმონის წვენი
– 2 ს/კ ნაღების კარაქი

მომზადების წესი:
1. ვამზადებთ ბისკვიტს. 2 ჭიქა არაჟანს 2 კვერცხი, სოდა და 2 ჭიქა ფქვილი შეურიეთ. მიღებული ცომი ორ ფორმაში პერგამენტის ქაღალდზე გადაასხით. ცომის 1 ნაწილს 2 ს/კ კაკაო დაუმატეთ. გამოაცხვეთ ბისკვიტები 190–200 °C-მდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. 

2. ვამზადებთ კრემს. ათქვიფეთ 3 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი. 

3. ვამზადებთ შოკოლადის მინანქარს. 2 ს/კ არაჟანი, 2 ს/კ კაკაო, კარაქი და 2 ს/კ შაქარი გაალღვეთ ნელ ცეცხლზე. მომზადების პროცესის დროს, მინანქარს უნდა მოურიოთ. არ აადუღოთ. 

4. ბისკვიტებს გაცივება აცადეთ, კრემი წაუსვით, ტორტი ააწყვეთ და შოკოლადის მინანქარი დაასხით.

კომენტარი