კასეროლი ქათმის ფილეთი და ბარდით- ნოყიერი და გემრიელი კერძია!

89

საჭირო ინგრედიენტები:
– 150 გ ბრინჯი
– 400 გ ქათმის ფილე
– 2 ც. სტაფილო
– 1 ც. ხახვი
– 5 კბილი ნიორი
– 150 გ გაყინული ბარდა
– 100 გ საფანელი
– 80 გ ყველი
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 3 ს/კ ნაღების კარაქი
– 0,5 ჩ/კ ბეგქონდარა
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 600 მლ ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:

1. 400 მლ ბულიონში მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი. მომზადების პროცესის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მწვანე ბარდა დაამატეთ.  

2. ტაფაში 1 ს/კ ზეითუნის ზეთი გააცხელეთ და შეწვით გაფცქვნილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და ხახვი. რამდენიმე წუთში დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი და მოამზადეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. 

3. სხვა ტაფაში დარჩენილ ზეთში შეწვით საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე. ფილეს წინასწარ მარილი, შავი პილპილი და ბეგქონდარა მოაყარეთ. 

4. დარჩენილი ბულიონი ქვაბში გადაასხით, დაამატეთ 50 გ გახეხილი ყველი. მასას მოურიეთ და აადუღეთ. 

5. საფანელს ნაღების კარაქი და დარჩენილი ყველი შეურიეთ. 

6. შეაერთეთ ხახვის ნარევი, ქათმის ფილეს ნაჭრები და ბრინჯის მასა. დაამატეთ ყველის სოუსი და ინგრედიენტებს მოურიეთ. მიღებული მასა ცეცხლგამძლე ფორმაში გადაიტანეთ და საფანელი მოაყარეთ. მოამზადეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი