რა სიმპტომები ახასიათებს კოფეინის გადაჭარბებულ რაოდენობას?

72

სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ზრდასრული ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობის ასამაღლებლად საკმარისია დღეში 200 მლ. კოფეინის მიღება. სტატისტიკის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი შესაძლოა განსხვავდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის მიხედვით, თუმცა არსებობს მკვეთრი ნიშნები, რომელითაც ორგანიზმი გვანიშნებს, რომ ყავის მიღება უნდა შევწყვიტოთ.

ორგანიზმში გადაჭარბებული კოფეინის ნიშნები:

ნერვიული ფონი;

შიშის და შფოთის შეგრძნება;

სახეზე წითელი ლაქების წარმოქმნა;

გახშირებული გულის ცემა;

გადაჭარბებული გაღიზიანება;

საჭმლის მონელების პრობლემა;

ფრაგმენტული აზროვნება და ერთმანეთთან დაუკავშირებელი წინადადებები.

ბოლო ნიშანი დიდი ოდენობით ყავის მიღების შედეგია, თუმცა დღიური ნორმის გადაჭარბებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ამ ჩამონათვალიდან ყველაზე უვნებელი სიმპტომი. თუ თქვენს ორგანიზმს შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, სასურველია ამ სასმლის მიღებისგან რამდენიმე დღე თავი შეიკავოთ.

კომენტარი