როგორ გავთავისუფლდეთ ქუსლებზე წარმოქმნილი ნახეთქების და კოჟრებისგან, სულ რაღაც 10 დღეში, ასპირინის დახმარებით

399

ქუსლებზე წარმოქმნილი ნახეთქები და კოჟრები- გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დისკომფორტს გვიქმნის: კანის აქერცვლა, სიმშრალე, ზოგჯერ ტკივილიც. ეს შესაძლოა გამოიწვიოს მშრალ ჰაერმა, კვების რეჟიმის დარღვევამ, კანის დაავადებამ, დაბალი ხარისხის ფეხსაცმელმა და ა.შ.

არაერთი სამკურნალო მალამო იყიდება ამ დისკომფორტის მოსაგვარებლად, თუმცა მომდევნო რეცეპტით დამზადებული საშუალება ბევრჯერ ნაცადი და ეფექტურია.

ინგრედიენტები ნახეთქების სამკურნალო ნარევისთვის:

ასპირინი- 10 აბი;

სპირტი 70%-  250 მლ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?

ასპირინის აბები დაფშვენით და დაასხით სპირტი. ნარევი უნდა გააჩეროთ რამდენიმე დღე მაცივარში. ყოველი მიღების წინ სითხე შეანჯღრიეთ, შემდეგ მასში დაასველეთ ბამბის დისკი, დაიდეთ ის პრობლემურ ადგილზე, შეიხვიეთ პოლიეთილენის ცელოფანით და გაიჩერეთ მთელი ღამე.

მომდევნო დილით ფეხის ქუსლი კარგად დაიბანეთ, გაიმშრალეთ და წაისვით ცხიმიანი კრემი.

10 პროცედურის შემდეგ კოჟრები და ნახეთქები უკვალოდ გაქრება.

კომენტარი