ღუმელში გამომცხვარი წიწიბურა ბოსტნეულით და ყველით

258

საჭირო ინგრედიენტები:
– 160 გ წიწიბურა
– 50 გ ნაღების კარაქი
– 70 გ ყველი
– 1 ც. სტაფილო
– 1 ც. ხახვი
– 1 ც. პომიდორი
– 3 კვერცხი
– 250 მლ წყალი
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. წიწიბურა მარილიან წყალში მოხარშეთ. ცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო და ყველი. დააქუცმაცეთ ხახვი, პომიდვრები, 3 მოხარშული კვერცხი. 

2. შეწვით ხახვი და სტაფილო. დაამატეთ პომიდვრები და მოამზადეთ 2 წუთის განმავლობაში. 

3. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით. გადაიტანეთ ინგრედიენტები ფორმაში ფენა-ფენა: ჯერ წიწიბურა (ნახევარი), შემდეგ, ყველი (ნახევარი), ბოსტნეული (ნახევარი), კვერცხის მასა, დარჩენილი წიწიბურა, ბოსტნეული, ყველი. მოამზადეთ კერძი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი