უგემრიელესი სალათა „მილერი“

169

ინგრედიენტები:

სოკო მარინადში- 300 გ.

სტაფილო- 4 ცალი;

ყველი- 200 გრ.

კიტრის მარინადი- 2 ცალი;

ხორცი (ნებისმიერი)- 300 გრ.

კვერცხი- 4 ცალი;

მაიონეზი- 300 გრ.

მომზადების წესი:

სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ, გაფრცქვენით და გახეხეთ.

ხორცი მოხარშეთ მარილიან წყალში და დაჭერით კუბიკებად.

სოკო დაჭერით წვრილად (2 ცალი დატოვეთ სალათის გასაფორმებლად).

სალათა დაალაგეთ ფენებად (ყოველ ფენას წაუსვით მაიონეზი): სოკო, სტაფილო, გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, ხორცი და კვერცხი.

ზემოდან მოაყარეთ დაფშვნილი კვერცხის გული, ერთი კვერცხი დაჭერით ფირფიტებად და სოკოსთან ერთად სალათის ზემოდან გაანაწილეთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი