ალადები ფარშით-უგემრიელესი საუზმე ოჯახის წევრებისთვის

193

ინგრედიენტები:

ფქვილი- 400 გრ.

მჟავე რძე- 2 ჭიქა;

კვერცხი- 3 ცალი;

სოდა- 1 ჩ.კ. (არ გაავსოთ);

შაქარი- 1 ს.კ. (არ გაავსოთ);

მარილი- 0,5 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი- 50 მლ.

ფარში (საქონლის ან ქათმის)- 200 გრ.

ხახვი (საშუალო)- 1 ცალი;

პილპილი, მარილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. თუ ფარში ცოტა სქელი გამოვიდა დაუმატეთ მცირე რაოდენობის მდუღარე წყალი.

რძეს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, შაქარი, 1 ს.კ. ფქვილზე დამატებული სოდა და კარგად მოურიეთ. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი, რომ კოვზიდან არ დაიქცეს და მასზე მოთავსდეს.

გამზადებული ცომი კოვზით გადაიტანეთ გაცხელებულ, ცხიმწასმულ ტაფაზე, ხოლო ცომზე მოათავსეთ ცოტა ფარში და კოვზის დაჭერით მსუბუქად ჩაუშვით ცომში, ზემოდან კი დაფარეთ მცირე რაოდენობის ცომით.

ალადები შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან (ოქროსფერ შეფერილობამდე). მომზადების პროცესში სასურველია ტაფას დააფაროთ თავსახური.

ცხელი ალადები სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი