გოგრა იმუნიტეტის ასამაღლებლად- გემრიელი და სასარგებლო წამალი

78

ინგრედიენტები:

გოგრა- 200-300 გრ.

თაფლი- 150 გრ.

კოჭა იგივე ჯანჯაფილი (ფესვი)- 1 ცალი;

ლაიმი- 1 ცალი;

ლიმონი- 1-2 ცალი;

შაქარი (უკეთესია ყავისფერი)- 100 გრ.

მომზადების წესი:

ლიმონი და ლაიმი მოათავსეთ მდუღარე წყალში.

გოგრა და კოჭას ფესვი გაწმინდეთ და დაჭერით კუბიკებად.

კოჭას რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი გემოვნებით.

ლიმონი და ლაიმი კანიანად დაჭერით, ხოლო კურკები გააცალეთ.

ყველა ინგრედიენტები გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი, თაფლი და ათქვიფეთ ერთი მასის მიღებამდე.

მიღებული მასა მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი: დაუმატეთ ჩაიში ან უბრალოდ გადაუსვით ორცხობილას და მიირთვით.

კომენტარი