9 საშუალება, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ შფოთისა და სტრესისგან

139

ზრდასრული ადამიანების 70% აღნიშნავს, რომ ხშირად განიცდის სტრესს ან შინაგან შფოთს. გამოცემა Healthline-მა გაგვიზიარა 9 საშუალება, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სტრესს სწრაფად, სახლის პირობებში.

თმის დავარცხნა

2

სტრესის მოსახსნელი ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მოადუნებს თავის კუნთოვან ქსოვილს- დაივარცხნეთ თმა 10-15 წუთი. ეს პროცედურა გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მოადუნებს კუნთებს.

“ანტისტრესული” საკვები

3

გემრიელი საკვები- ეფექტური ანტისტრესული დოპინგია. ცხიმიანი თევზი, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ს. ნაყინი ან ბანანი სასარგებლოა ნერვიული სისტემის მოსაწესრიგებლად.

აქტიური წერტილების მასაჟი

4

იმისათვის, რომ ენერგია აღიდგინოთ, 30 წამი დაიმასაჯეთ ცხვირის და ტუჩს შორის შუა წერტილი, წარბებს შორის, ქვედა ტუჩის ქვეშ და ხელის გულები.

ხელის გულების მასაჟი

5

სტრესის სწრაფად მოსახსნელი კიდევ ერთი საშუალება- ხელის გულები დაადეთ ერთმანეთს და მთელი ძალით გაუხახუნეთ, სანამ არ გაცხელდება. ასევე სასარგებლოა ყურების დასრესვა- ამ მეთოდით გაგიუმჯობესდებათ ხასიათი და დაგეხმარებათ კონცენტრირებისას.

წყლის სამკურნალო ძალა

6sss

ემოციური დაძაბულობის დროს დაგეხმარებათ 15 წუთიანი შხაპი. წყლის თბილი წვეთების ჭავლი მასაჟს უკეთებს თავს და მხრებს. თქვენ სწრაფად იგრძნობთ, თუ როგორ გშორდებათ სხეულიდან ნეგატივი.

27 ნივთი

7

აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტები გვირჩევენ: “გსურთ სევდისგან გათავისუფლება? სახლში გადააადგილეთ 27 ნივთი.” ითვლება, რომ ამ მოქმედებით “ცისთვის” ენერგიას გაათავისუფლებთ, რომელიც შეძლებს დაუბრკოლებლად წავიდეს სწორი მიმართულებისკენ.

კიბე

8

ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია სტრესის მოხსნა. კიბეზე მოაწყვეთ 30 წამიანი ვარჯიში – ზევით ქვევით. ეს ვარჯიში ტვინის  ლიმბურ სისტემაში ზრდის ჟანგბადის ნაკადს, რომელიც პასუხისმგებელია ემოციურ მდგომარეობაზე.

სახლის დალაგება

9

სახლის დალაგება დაგეხმარებათ კონცენტრირებასა და აზრების დალაგებაში. მოწესრიგებული თაროები და კარადა, ასევე, ავითარებს თავისებურ ფსიქოლოგიურ ეფექტს- შინაგანი წესრიგის და ორგანიზებულობის დროს ადამიანი გაუცნობიერებლად აწესრიგებს საკუთარ ცხოვრებასაც.

არომათერაპია

10

სუნი ძლიერად არის დაკავშირებული ემოციურ აღქმასთან, ამიტომ სასარგებლოა ყოველთვის თან გქონდეთ არომატი, რომელიც თქვენთვის ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან, სიამოვნებასთან. გარდა ამისა, არსებობს ეთერზეთები, რომლებიც დაგეხმარებათ მოიხსნათ დაძაბულობა.

კომენტარი