7 ხალხური ნიშანი, რომლებიც 100 პროცენტით მოქმედებს

76

თანამედროვე ხალხური ნიშნები გაცილებით საიმედოა ვიდრე ძველი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ თუ ქცევაზე დამყარებული შედეგების გჯერა, ვინ იცის, იქნებ მომდევნო ჩამონათვალიდან ერთმა მაინც გაამართლოს.

1.თუ ტრანსპორტს (ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი) დიდ ხანს ელოდებით, მოსწიეთ სიგარეტი, განსაკუთრებით თუ ეს თქვენს ჯიბეში ბოლო ღერია და ჯერ კიდევ მეორე ნაფაზის დარტყმისას, სასურველი ტრანსპორტი სულ არსაიდან გამოჩნდება.

2.არ გიყვართ წვიმა? ყოველთვის თან ატარეთ ქოლგა. შედეგად, რა პროგნოზსაც არ უნდა აცხადებდნენ და როგორი ღრუბლიანი ამინდიც არ უნდა იყოს, სანამ ქოლგა თან გაქვთ, წვიმა არ წამოვა.

3.გადაიღალეთ მუშაობით და დასვენება გინდათ? არის შემთხვევები, როდესაც გარემო პირობები ხელს არ გიწყობთ- სამსახური, გაფუჭებული ავტომობილი, ახლობლები. ამიტომ, გაიკეთეთ ძვირადღირებული მანიკური და როდესაც მეორე ხელის თითებზე ლაქის წასმას დაიწყებთ, სამსახურში გადაუდებელი საქმეები მოგვარდება, მანქანა ამუშავდება, ხოლო ახლობლები აუცილებლად იყიდიან სამწვადეს და დასვენების გეგმებთან დაკავშირებით დაგირეკავენ.

4.თუ ოჯახის წევრების ყურადღებას ითხოვთ ან მნიშვნელოვან ზარს ელოდებით, არ დაამუხრუჭოთ. უბრალოდ წადით აბაზანაში შხაპის მისაღებად. 5 წუთის განმავლობაში ტელეფონზე დარეკავენ, ოჯახის წევრები კი სხვადახვა თემასთან დაკავშირებით კითხვებით, თავს მოგაბეზრებენ.

5.თუ არავინაა ვინც ბავშვთან დარჩება, ხოლო თქვენ 1-2 საათით სახლიდან გასვლა გინდათ… ამ დროს ეცადეთ საწოლი არ დაალაგოთ, არ გარეცხოთ ჭურჭელი და დაყარეთ გამოსაჩენ ადგილზე  დასაუთოებელი ტანსაცმელი. და აი, უხილავი ძალა თქვენს სახლთან მიიზიდავს იმ ადამიანს, რომელიც ბავშვთან რამდენიმე საათი დარჩენას შეძლებს.

6.თუ სურვილი გაქვს შენს ყოფილ მეორე ნახევარს ან არაკეთილისმსურველ ადამიანებს თავი შეახსენო, უბრალოდ არ დაიბანოთ თავი, ჩაიცვით ფართხუნა, მოძველებული შარვალი, არ დაივარცხნოთ თმა, არ წაისვათ სახეზე მაკიაჟი  და ასეთ ფორმაში გადით ეზოში ნაგვის გადასაყრელად.

7.თუ თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია, შეეცადეთ სიზმარში ნახოთ თევზი. ეს ყველაზე ძლიერი ნიშანია ცხოვრების დადებითად შესაცვლელად. სულ მცირე, 18 წლის განმავლობაში გარანტირებული გაქვთ მხიარულება და მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება.

 

კომენტარი