6 მიზეზი, თუ რატომ არის ძლიერი ქალი ემოციურად გამოფიტული

48

ძლიერი ქალი შეჩვეულია საპასუხისმგებლო საქმე საკუთარ თავზე აიღოს, ხოლო ემოცია და გრძნობა გარშემომყოფებს არ აჩვენოს, თუმცა ფსიქოლოგების აზრით, ეს საზიანოა, როგორც მისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.

ძლიერ ქალს „ყველაფერი შეუძლია“, მას ანდობენ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას და მზად არის ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში დასახმარებლად მოვიდეს,- წერს გამოცემა Lessons Learned in Life.

თუ ამ მსჯელობიდან საკუთარი თავი ამოიცანით, აუცილებელია იცოდეთ, რომ შესაძლოა გარშემომყოფები აღფრთოვანებულნი არიან თქვენი ხასიათით, თუმცა ამას მიყავხართ ემოციურ გამოფიტვამდე. და აი, რატომ:

თქვენ არ ეძებთ სხვა ადამიანებში ემოციურ კავშირს

თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იყავით საკუთარი შიშების და გრძნობების პატიმარი. ცხოვრებაში არაერთხელ მოგიწიათ გადაგელახათ რთული სიტუაციები. ახლა კი გეშინიათ ენდოთ გარშემომყოფებს, რადგან ეჭვობთ, რომ კვლავ გღალატობენ.

თქვენ საკუთარ თავს „მსხვერპლად სწირავთ“, თუმცა თავად არაფერს ითხოვთ

როდესაც ფიქრს აგრძელებთ სხვებზე და მათ ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებთ, ამით ვნებთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც.

ტკივილს გულში ინახავთ

არასოდეს დაუშვებთ, რომ სხვამ თქვენი ემოცია და ტკივილი იხილოს. გეშინიათ, რომ ამას სხვა ადამიანები უარყოფითად გამოიყენებენ, მაგრამ შეუძლებელია ემოციის მუდმივად შენიღბვა. ეს თქვენ გარეგნობას და განწყობაზე ნეგატიურად აისახება.

უფლება არ გაქვთ საკუთარ თავზე ზრუნვის

თქვენ ეხმარებით და ზრუნავთ სხვა ადამიანებზე, თუმცა უფლებას არავის აძლევთ იზრუნოს თქვენზე. როდესაც რთულ სიტუაციაში ხართ, ცდილობთ ამ მდგომარეობას თავად გაუმკლავდეთ.

არასოდეს ითხოვთ ვინმეს ესმოდეს თქვენი ან უყვარდეთ

ახლობლები მიიჩნევენ, რომ თუ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ, ყველაფერს თავად გაუმკლავდებით. ისინი იყენებენ თქვენს სიკეთეს. ამიტომ, მოერიდეთ ასეთ ადამიანებს.  თუ მათგან საპასუხოდ პოზიტიურ ემოციას არ მიიღებთ- აუცილებელია ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.

თქვენს პრობლემებს სხვებს არ უზიარებთ

აუცილებელი არ არის ყველაფერს თავად გაუმკლავდეთ. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან თქვენს დასახმარებლად, ეს არა მარტო დაგეხმარებათ საქმის მოგვარებაში, არამედ დააბალანსებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას და გაუმკლავდება სტრესს.

კომენტარი