როგორ მივიზიდოთ მამაკაცი ჩვენს ცხოვრებაში? საინტერესო რჩევებია

84

ჩვენი ყოფა-ცხოვრება არის ჩვენი გემოვნების, ხასიათის და აზროვნების ანარეკლი. თუ ამჟამად თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი არ არის, მაგრამ სიყვარულის პოვნა გსურთ, დაფიქრდით ცვლილებებზე და აქციეთ სივრცე თქვენს გარშემო მიმზიდველ ტერიტორიად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მამაკაცი, რომელიც თქვენთან სტუმრობს და დაფიქრდით იმის შესახებ გაუჩნდება თუ არა მას დარჩენის სურვილი. თუ თქვენი პასუხია “არა”, ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.

როგორ მივიზიდოთ მამაკაცი ჩვენს ცხოვრებაში?
ფსიქოლოგები გვირჩევენ გავათავისუფლოთ ბინა ზედმეტი ნივთებისგან და ამით შევქმნათ თავისუფალი სივრცე მამაკაცისთვის.

ყოფილი შეყვარებულის ნივთები
თუ მამაკაცს დაშორდით, მისი ნივთებისგანაც უნდა გათავისუფლდეთ. 

ბავშვობის ნიშნები
თქვენი ოთახის ინტერიერი უნდა იყოს იმის დემონსტრაცია, რომ აქ ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს და არა მოზარდი, ან დაბნეული გოგონა, რომელიც დამცველს ეძებს. ეს ეხება თოჯინების და რბილი სათამაშოების კოლექციას, მხოლოდ ვარდისფერი ტონების პალიტრას და ა.შ. უმჯობესია გააფორმოთ ოთახი არომატული სანთლებით, ლამაზი ტექსტილით, პასტელური, ან მკვეთრი ფერის დეკორით. 

ძველი ნივთები
ძველი ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ სახლს სხვენად, ან ანტიკვარიულ მაღაზიად გადააქცევენ. ფენ შუის თანახმად კი, ზედმეტი ნივთები ენერგიის ცირკულაციას უშლიან ხელს, რის შედეგადაც თქვენ ერთ ადგილზე რჩებით, არაფერი იცვლება და მამაკაცი ყურადღებასაც კი, არ გაქცევთ. 

ზედმეტი კოსმეტიკა
კოსმეტიკა ზედმეტი არასდროსაა, მაგრამ მამაკაცებში ათობით პატარა ქილა და ტუჩსაცხი მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. მათი აზრით ეს ქაოსის მანიშნებელია. თუ ზედმეტად ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას ყიდულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იცით რაზე შეჩერდეთ, თავს საკუთარ ძალებში დარწმუნებულად არ გრძნობთ და კოსმეტიკის დახმარებით, ამის გამოსწორებას ცდილობთ. 

სუვენირები
უამრავი ფოტო ჩარჩოებში, მაგნიტები მაცივრის კარზე, პატარა ქანდაკებები- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სუვენირები, ან ფოტოები უნდა გადაყაროთ. უბრალოდ არ არის საჭირო გამოფენის მოწყობა.

კომენტარი