დესერტი ბანანით- ჰაეროვანი, ნაზი და ძალიან გემრიელი

196

ინგრედიენტები:
– 400 მლ ნაღები
– 150 მლ რძე
– 3 კვერცხის გული
– 1 კვერცხი
– 3 ს/კ შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– 1 ს/კ ვანილის შაქარი
– 1 ჩ/კ ფორთოხლის ლიქიორი
– 2 ც. ბანანი
– 3 ს/კ ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი:
1. 1 კვერცხი და 3 კვერცხის გული ჩვეულებრივ შაქარს, ვანილის შაქარს და ლიქიორს შეურიეთ. 
2. რძეს ნაღები შეურიეთ და გაათბეთ, მაგრამ არ აადუღოთ. მიღებულ ნარევს დაუმატეთ კვერცხის მასა, ინგრედიენტებს მოურიეთ და გადაწურეთ.  
3. მასა კერამიკულ ფორმებში გადაასხით. ყოველ ფორმაში ბანანის ნაჭრები ჩადეთ.  
4. პატარა ფორმები ღრმა დიდი ზომის ფორმაში გადაიტანეთ და გაავსეთ ის წყლით (წყალმა პატარა ფორმები ნახევრამდე უნდა დაფაროს). 
5. მოამზადეთ დესერტი 170-180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში. დესერტს ყავისფერი შაქარი მოაყარეთ და დააბრუნეთ კრემ-ბრიულე ღუმელში კიდევ 10 წუთით. მზა დესერტს გაცივება აცადეთ და გადაიტანეთ მაცივარში 1 საათით. გემრიელად მიირთვით!

კომენტარი